Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „ძუძუს კიბო ახალგაზრდებში - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“

2024 წლის 20 აპრილს, ევროპის ონკოლოგთა სკოლის, საქართველოს ონკოლოგთა სკოლის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის ონკოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის, ასევე სამედიცინო რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის კათედრების თანაორგანიზებით, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია „ძუძუს კიბო ახალგაზდრებში - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნება მსოფლიოში ონკოლოგიურ პათოლოგიათა შორის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას - ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ეფექტური მართვის თანამედროვე მიდგომებს, სამეცნიერო სიახლეებს. 

კონფერენციის სპიკერთა შორის არიან საერთაშორისო ექსპერტები: პროფესორები - ვალერიო ნარდონე (კამპანიის უნივერსიტეტი, ლუიჯი ვანვიტელი, იტალია), ფატიმა კარდოზო (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), მატეო ლამბერტინი (სანმარტინოს ჰოსპიტალი და გენუის უნივერსიტეტი), ედუარდო ბონჩი (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი, იულიუ ჰატიეგანუს მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი).

კონფერენციაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწფო უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის, სამედიცინო რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის კათედრების გარდა მონაწილობას იღებენ ფაკულტეტის დოქტორანტები და მოწვეული ლექტორები: მედიცინის დოქტორი - მიხეილ ბარამია, დოქტორანტები მარიამ თევზაძე, მარიამ ჭიაბრიშვილი, ნათია ჯოხაძე, სალომე კორძაია.

თარიღი: 19/04/2024